ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ოცნების მხარდამჭერიც არ ვიქნები, მაქსიმალური აქტივობა იქნება არჩევნებზე მისვლა

მე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც.

მე კონსულტაციებს აღარ [გავმართავ გუნდთან], არც მხარდამჭერი არ ვიქნები ქართული ოცნების, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტივობა იქნება არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება და არამეტი.

არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრზე, რომელიც ძალიან მიყვარს... ან შენიშვნის მიცემა, რომ ეს არ გამოგივიდა.

რამდენჯერმე ვუთხარი გუნდს, რომ არ დაელოდოთ ჩემს შენიშვნებს, არ მაკადროთ და ნუ აკადრებთ თქვენს თავსაც და ნუ დამირეკავთ, ნუ მომცემთ კონსულტაციებზე რჩევის შეკითხვებს...

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველ არხთან ინტერვიუში.

კომენტარები