ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: დღესაც გავიხსენებ, რომ ვამბობდი, მე მაქვს საზოგადოების ჭარბი ნდობა

[პირველი "წასვლის" დროს] მე ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რა თქმა უნდა, მე რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც, რასაც ვაკეთებდი. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, საერთოდ ასე მჩვევია. ჩემი ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და სულ რაღაცებს იგონებენ. არაფერი ამით არ დამირღვევია. როდესაც არაფორმალურ მმართველობაში გადაიტანეს, თუ გახსოვთ, არცერთ შემთხვევაში ამას არ ეწოდებოდა არაფორმალური, ჩემი აზრით, რამეთუ რჩევების მიცემა არავის არ აუკრძალავს და გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც. 

როდესაც მისვამდნენ კითხვებს, რომ აი, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, თქვენ ანგარიშს გიწევენ იმაზე მეტს, არაფორმალურად მართავთ, მე მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებდი, რომ ვამბობდი, მე მაქვს საზოგადოების ჭარბი ნდობა, ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი, სხვა რესურსი მე არანაირი არ გამაჩნია. მე არა მყავს ჯარი, პოლიცია, როგორ უნდა ვმართო არაფორმალურად?

ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 11 იანვარს ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უკვე მეორედ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

კომენტარები