ბიძინა ივანიშვილი

ელისაშვილი: მოლაპარაკებების დეტალები შეიძლება არცკი იცოდა ივანიშვილმა

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი აზრით, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან დიდწილად მართლაც წავა. როგორც პოლიტიკოსმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, ამაში 100%-ით დარწმუნებული არ არის, თუმცა, ლოგიკურად მიაჩნია ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა. 

"მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, წავა. ბევრი გარემოება მაძლევს ამის თქმის საფუძველს. 100%-ით არც მე არ მჯერა, მაგრამ თუ მოვლენებს დავალაგებთ, ლოგიკა გვეუბნება, რომ დიდი ალბათობით, ის წავა. შეიძლება, სრულად არ ჩაეხსნას, მაგრამ დიდწილად ის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩაეხსნება". – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მოქალაქეების ლიდერი, რომელსაც ამ დრომდე არ უთქვამს უარი საპარლამენტო მანდატებზე, უშვებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა, არცკი იცოდეს იმ მოლაპარაკებების დეტალები, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს. 

"ამ მხრივ, ბევრი არაფერი არ შეიცვლება მოლაპარაკებების პროცესში, დარწმუნებული ვარ. შეიძლება დეტალები არცკი იცოდა ბიძინა ივანიშვილმა. ღმერთმა ქნას, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართოს. საკითხი ახლა ისაა, გაიმართება თუ არა საერთოდ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი". – ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები