შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ 612 ადამიანი დააჯარიმეს. უწყების ცნობით, გასულ დღე-ღამეში რეგულაციების დარღვევის 716 შემთხვევა აღრიცხეს.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი - 10 000-ით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.