ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მომეცა შესაძლებლობა, უწყვეტად დავხმარებოდი ადამიანების ფართო წრეს, ქვეყანას

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერცერთი მატერიალური სიკეთე ახლოს ვერ მოვა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობა, დაეხმარო შეჭირვებულს, შენს ხალხს, ქვეყანას. აქ საქმე მხოლოდ მატერიალურ რესურსში არ არის და არც უანგაროდ გაცემული სიკეთის მასშტაბი განაპირობებს ადამიანის სულიერ კმაყოფილებას. გარემოებათა გამო მე მომეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივად და უწყვეტად დავხმარებოდი ადამიანების ფართო წრეს და ზოგადად ქვეყანას, მაგრამ არ ვთვლი, რომ რამით გამორჩეული ან ხარისხით აღმატებულია ის მორალური კმაყოფილება, რაც ამ პროცესმა მე და ჩემს მეუღლეს მოგვანიჭა, ვიდრე, თუნდაც იმ ადამიანის განცდა, ვინც საკუთარი დრო დახარჯა, არ დაიზარა და გადასასვლელზე გადაიყვანა ხელჯოხიანი მოხუცი, რის გამოც, შესაძლოა, სადმე დაიგვიანა კიდეც. ასეა ადამიანი მოწყობილი –  ნებისმიერი გულწრფელი ნაბიჯი, შეეხიდო და ყოფა შეუმსუბუქო სხვა ადამიანს, უდიდესი პოზიტიური ენერგიით მუხტავს მასვე, რადგან სიკეთის კეთების სურვილი ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა...

ამბობს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კომენტარები