ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ივანიშვილს არ მართავდა ძალაუფლება, ის თავად მართავდა ძალაუფლებას!

ყველასთვის ცნობილია, რომ ძალაუფლება ყველაზე დიდი გამოწვევაა, ცდუნებაა, რომელიც ადამიანს შეიძლება გამოეცადოს. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასდროს მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა... მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ამ ძალაუფლებას და თავად თქვა უარი.

უპრეცედენტო გამარჯვების შემდეგ, რეალურად ჩვენ თუ გადავხედავთ თანამედროვე დემოკრატიის ისტორიას, ამ 30 წლის განმავლობაში, მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება, იმისა, რომ ადამიანს გაემარჯვა, მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩა და ამის შემდეგ საკუთარი ნებით განაცხადა უარი.  ამ ფენომენს, რა თქმა უნდა, სჭირდება კარგად დაფიქრება, შეფასება და ამის შემდეგ დაფასება, რისიც მე ძალიან მჯერა. რადგან, ადამიანი, რომელიც 20 წელზე მეტია საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახურება, როგორც საკუთარი პირადი რესურსებით, ასევე მისი პოლიტიკური მოღვაწეობით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ არა ივანიშვილი, ჩვენი ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც 9 წლის წინ, თუ 10 წლის წინ, ქვეყანაში იყო დამყარებული...

ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მეორედ წასულ ბიძინა ივანიშვილზე.

კომენტარები