ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: შეუძლებელია, ერთ კომენტარში ჩაატიო ღვაწლი და სიკეთე, რაც ივანიშვილმა მოიტანა

მინდა, აღვნიშვნო ის, რომ შეუძლებელია ერთ კომენტარში ჩაატიო ის დიდი ღვაწლი და ის დიდი სიკეთე, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მოიტანა. ალბათ, უნდა გაიმიჯნოს მისი ქველმოქმედების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მისი პოლიტიკური მოღვაწეობა.

ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა, უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლიერების გამოხატვას, პირველ რიგში, და რაც მთავარია, მთელს მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელის იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ კარგად შევაფასოთ და შემდეგ დავაფასოთ მისი საქმიანობა.

ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მეორედ წასულ ბიძინა ივანიშვილზე.

კომენტარები