ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა სამართლიანობა, კანონი და წესრიგი

ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებაში პოლიტიკური მიღწევები არის ძალიან ბევრი, ძირითადი მიღწევები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად. პირველს გამოვყოფდი იმას, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 2012 წელს, ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება, სწორედ თავისუფლება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, დაამკვიდრა სამართლიანობა, კანონი და წესრიგი, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ფუნდამენტური მონაპოვარი.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების კუთხით, ევროინტეგრაციის კუთხით, სერიოზული მიღწევა, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ა.შ. ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, ეს არის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება...

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მეორედ წასული ბიძინა ივანიშვილის მთავარ მიღწევებს გამოყოფს.

კომენტარები