რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ პოლიტიკური შეფასება და ასევე, მე მსურს, ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართულმა ოცნებამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ...
ბიძინა ივანიშვილი
თალაკვაძე ივანიშვილზე: ძალიან საინტერესო წერილია, მსურს, ადამიანურად მადლობა გადავუხადო
tbl.ge/5djb
დაკოპირდა

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების თავმჯდომარისა და ლიდერის წერილს, რომელშიც ის ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ მიდის.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




