ბიძინა ივანიშვილი

გახარია: ბოლო წლები ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა

გიორგი გახარია

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითიროგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს, მართოს ქვეყანა". – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელშიც ის ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

გახარიას თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი და განმსაზღვრელი ძალა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა". – ამბობს გახარია. 

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ 8 წლის განმავლობაში იყო რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, მიღწეული იქნა სერიოზული პროგრესი. 

"ამ რვა წლის განმავლობაშიჩვენ ყველამ ერთადიმის გათვალისწინებითრომ იყო უაღრესად რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, რა თქმა უნდა, მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობა, ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარება. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ქართულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი". –ამბობს გახარია.  

მისი შეფასებით, პანდემია არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, თუ როგორ იდგა ივანიშვილი ყოველთვის მოქალაქეების გვერდით. 

"პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისროგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მათ ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში, რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა". –ამბობს გახარია. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ვრცლად - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები