ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სიღარიბე რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ჩვენი ბრალია

REUTERS

"დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია". - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს, რომლითაც მან საზოგადოებას ცოტახნის წინ მიმართა. 

წერილში ივანიშვილი კვლავ ირწმუნება, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე აღარ იქნება და პოლიტიკიდან მიდის. 

"პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი". – წერს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ვრცლად - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები