აშშ-საქართველო

მდინარაძე: კონგრესმენ მიკსის პასუხი ისე გამოიყენეს, თითქოს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა

ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია ყველა ეთანხმება), ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა.

პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა...

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის ნათქვამს, რომელმაც საქართველოზე საუბრისას თქვა, რომ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. 

კომენტარები