აშშ-საქართველო

მიკსი: უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა

გრეგორი მიკსი
Getty Images

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. 

მიკსმა აღნიშნა, რომ ქართველმა კოლეგებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე და არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაზე.

"ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იყოს უზრუნველყოფილი, იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს". – თქვა გრეგორი მიკსმა.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ერთად უნდა დადგეს დემოკრატიის დასაცავად და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველსაყოფად. 

კომენტარები