პრაქტიკულად ყველა ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს ქვეყანა. მათ შორის, ფაიზერის, მოდერნას, ოქსფორდისა და ჩინური ვაქცინების და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის მუშაობა და მოლაპარაკებები, მაგრამ ყველაზე რეალური ჩანს ამ ორი ვაქცინის შემოტანა. ესენია: ასტრაზენეკას წარმოების და მეორე - ერთერთი ჩინური ვაქცინა. მთავარი მომენტი ის არის, რომ იყოს მაღალი ხარისხის ვაქცინა და შემოვიდეს ადრე. იმიტომ, რომ ოფიციალური არხებით, კოვაქსპლატფორმის რიგი გვიან მოუწევს საქართველოს და ამდენი ხანი არ გვინდა დაცდა. პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ მწარმოებელ ქვეყნებთან
კორონავირუსი საქართველოში
ცერცვაძე: ყველაზე რეალური ჩანს ასტრაზენეკასა და ერთერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა
tbl.ge/5dha
დაკოპირდა

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- იმნაძე: ვაქცინა იყოს და პრობლემა არ იქნება წელს 1 700 000 ადამიანის აცრა
- იმნაძე: პირველ ვაქცინას მივიღებთ Astrazeneca-სგან, ეს უფრო რეალური ჩანს, ვიდრე Covax-ი
- იმნაძე: ჯერჯერობით COVAX-ისგან არ არის დასტური, როდის შემოვა ვაქცინა, ვმუშაობთ მწარმოებელთან
- იმნაძე ვაქცინის დაგვიანებაზე: დაბალშემოსავლიანები რომ აღარ ვართ, ალბათ, ცუდი როლი ითამაშა
- ჯანდაცვის სამინისტრო: კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი ვაქცინის მიღების ზუსტი დრო