კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინის გამოყენება ჩვენთვის ხელსაყრელი არაა

ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართოდ იხმარება ამერიკაში, გერმანიასა და ინგლისში, ანუ Pfizer და Moderna, ჩვენთვის არ არის მათი გამოყენება მისაღები და ხელსაყრელი იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას, -80-ზე და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული და ტრანსპორტირებული, ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია.

სად არის ახლა საშუალება იმის, რომ ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს, ეს ამერიკას, ინგლისს და გერმანიასაც კი უჭირთ. ყველაზე შესაფერისად მიმაჩნია ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს და ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახება...

ამბობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები