ზილფიანი: მთელი სიცოცხლე ევროპაში გავატარე, ჩემი შვილიშვილები იტალიელები არიან

დღეს არც თავის თავს და არც მე მაკადრებს ჟურნალისტი, რომ არადასავლურობის ელემენტზე მესაუბროს. მთელი ჩემი სიცოცხლე ევროპაში გავატარე, ბოლოს და ბოლოს ოჯახი და შვილიშვილები მყავს იტალიელები. ცხადია, ჩემი სწრაფვა ევროპისკენ კვლავინდებურად დიდია. ჩემმა სამეცნიერო და პედაგოგიურმა მოღვაწეობამ მოიტანა ის, რომ სულ ამ სფეროში ვიყავი და, ასე ვთქვათ, საშუალოზე მაღალ ფენასთან მიწევდა საუბარი.

დავით ზილფიმიანი ერთ-ერთია პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატს შორის, რომლებმაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. გელა მიქაძის, დავით ზილფიმიანისა და ფრიდონ ინჯიას უფლებამოსილება პარლამენტმა 5 იანვარს ცნო. დღეს მათ დაარეგისტრირეს პარტია "ევროპელი სოციალისტები".

კომენტარები