საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 18 149 ტესტი. გამოჯანმრთელდა 529 ადამიანი.
9 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 238 086 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 224 719 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 750 კი გარდაიცვალა.
მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





