ამნისტია

სარჯველაძე: ამნისტია დაახლოებით 1500-მდე მსჯავრდებულ პირს შეეხება

მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პარლამენტი ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ორშაბათიდან დაუბრუნდება. 

მისი თქმით, შეღავათი ასობით მსჯავრდებულზე გავრცელდება.

"დაახლოებით 1500 პატიმარს, უშუალოდ ვინც სასჯელს იხდის, შეეხება ეს ამნისტია. დაახლოებით 6 000-ია რიცხვი იმ პირებისა, რომლებიც პრობაციის პირობებში იმყოფებიან და, შესაბამისად, მათზე გავრცელდება ამნისტია სხვადასხვა ფორმით. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გათვალისწინებული სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია შეეხება დაახლოებით 4 000 ადამიანს. ეს არის მნიშვნელოვანი ამნისტია მნიშვნელოვანი ფარგლებით. მომდევნო კვირაში დარჩენილია მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას". - ამბობს სარჯველაძე. 

ამნისტიის შესახებ  კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული. ამნისტია არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულებს.

რას ითვალისწინებს ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების ინიციატივა ვრცლად - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები