კორონავირუსი საპატრიარქოში

პატრიარქის ექიმი თეთრუაშვილზე: პირველი ტესტი საეჭვო დადებითია, PCR-ის პასუხს ველოდებით

ილია მეორე და შორენა თეთრუაშვილი

პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, ილია მეორის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსზე პასუხი "საეჭვო დადებითია". საპატრიარქოში განმეორებით PCR ტესტზე პასუხს ელოდებიან.

"პირველი საეჭვო დადებითი მოვიდა წუხელ გვიან, დღეს აიღეს დილით PCR ტესტზე ანალიზი და დღეს 3-ის ნახევრიდან 3-მდე იქნება პასუხი" - ამბობს შარტავა მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

გუშინ, 7 იანვარს, ტაბულას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი კოვიდ 19-ით არის ინფიცირებული. თუმცა მოგვიანებით ჯაღმაიძემ განმარტა, რომ "ცოტა არაზუსტად" მოგვაწოდა ინფორმაცია.

"როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ახლა იზოლაციაშია", - მოსწერა ტაბულას დეკანოზმა.

ამასთან, დღეს ანდრია ჯაღმაიძემ არ დააადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები