კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 537 ახალი შემთხვევიდან თბილისში 290 დადასტურდა, აჭარაში – 47

CDC/Science Photo Library

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევიდან თბილისში 290 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში - 47, იმერეთში - 44,  ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 46, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 31, კახეთში - 35, მცხეთა-მთიანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 8.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არცერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა. 

8 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ოფიციალურად 236 028 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსის 9 085 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები