კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 612 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 492 ტესტი

CDC/Science Photo Library

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 612 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 419 პაციენტი. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 15 492 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.

7 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, ინფიცირების 235 491 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 694 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

შობის დღესასწაულის გამო 6 იანვრის 21:00-დან 7 იანვრის 05:00-მდე კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები