შობა 2021

მეუფე მელქისედეკი: 1 წლის წინ დედამიწა ალბათ ვერც წარმოიდგენდა, როგორ დასცემდა ძირს COVID 19

უაღრესად დაძაბული, მძიმე, დამღლელი და ტრაგიკული წელი მიილია.

სულ რაღაც თორმეტიოდე თვის წინ, ამპარტავნებისა და სიამაყის ვნებაში ჩაფლული დედამიწა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ დასცემდა მას ძირს COVID-19.

უეცრად ჩამოინგრა ის სვეტი, რომელსაც ვეყრდნობოდით, განადგურდა სიამაყე და შეუიარაღებელნი აღმოვჩნდით ვერაგი მტრის წინაშე. მხოლოდ ერთადერთი, საუკუნეების წინ ბეთლემის მოკრძალებულ სადგომში შობილი ყრმისადმი მიმართული სასოება ასულდგმულებდა და აცოცხლებდა ჩვენს დაცემულ არსებობას, "რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი; რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოხდა და იხსნა და თანამორბედ ყო ყოველივე ღმრთისა"

ნათქვამია მარგვეთისა და უბისის ეპისკოსპოსის, მელქისედეკ ხაჩიძის საშობაო ეპისტოლეში.

კომენტარები