საჩხერე

საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

Tabula

იმერეთში, საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, თოფიდან გარდაცვლილის ნათესავმა, არასრულწლოვანმა შემთხვევით გაისროლა.  

"ამბობდნენ, რომ ბავშვი დაეცა და მეტი არაფერი. გვამი რომ დავათვალიერე, ჰქონდა გულის არეში ნასროლი. დავადგინეთ იმით, რომ იყო კანის მთლიანობა დარღვეული. ვივარაუდეთ, რომ, შესაძლოა, ყოფილიყო კისტის ტყვია". – ამბობს საჩხერის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომელი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები