საჩხერე

საჩხერის გამგეობაში დასუფთავების სამსახურის 35-მდე თანამშრომელი შიმშილობს

ედიტორი

საჩხერის გამგეობაში დასუფთავების სამსახურის 35-მდე თანამშრომელი შიმშილობს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შპს საჩხერის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, დასუფთავების სამსახურმა ჩატარებულ ტენდერში თავდაპირველად გაიმარჯვა, შემდეგ კი, კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.

"გამოცხადდა ნაგვის გატანაზე ტენდერი და მოვიგე. ასევე, მონაწილეობდა მეორე მხარეც და მანაც მოიგო ტენდერი. საბოლოოდ, საბუთების მიხედვით, რომელიც ორივე კომპანიას წარდგენილი გვქონდა, გამგეობამ უპირატესობა ჩვენ არ მოგვანიჭა. ორი დღის წინ სხდომა გაიმართა გამგეობაში, სადაც გავიგეთ, რომ ჩვენ დავიბლოკეთ. მაინტერესებს, ვისი ინტერესები იკვეთება ამ საქმეში“, - აცხადებს შპს საჩხერის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მარინა სირაძე. 

საჩხერის გამგეობაში კი, პირად ინტერესებს გამორიცხავენ. გამგებლის მოადგილის ელგიზ ქიმაძის განმარტებით, გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო. მისი თქმით, შპს-ს საჩხერის დასუფთავების სამსახურს შეუძლია, შესყიდვების სამსახურს საჩივრით მიმართოს.

კომენტარები