კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1 800 ახალი შემთხვევიდან თბილისში 735 დადასტურდა, იმერეთში – 331

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 331, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 103, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 151, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 14 839 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 585 PCR ტესტით.

6 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 233 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 666 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

შობის დღესასწაულის გამო 6 იანვრის 21:00-დან 7 იანვრის 05:00-მდე კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები