კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 800 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 14 839 ტესტი

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 489 პაციენტი. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 14 839 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 585 PCR ტესტით.

6 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 233 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 666 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

შობის დღესასწაულის გამო 6 იანვრის 21:00-დან 7 იანვრის 05:00-მდე კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები