კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა  2 316 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 14 511 ტესტი

VERGE

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 18 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 14 511 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით.

5 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 232 079 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 222 787 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 646 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები