შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 1 პირი დააკავეს

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 1 პირი დააკავეს.

განცხადების მიხედვით, დაკავებული 1996 წელს დაბადებული ჯ.მ.-ა, რომელმაც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების დროს ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 2 პირი, 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა., შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები