კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 594 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 3 845 ტესტი

NIAID/National Institutes of Health via AP

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 594 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 25 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 963 პაციენტი. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 3 845  ტესტი ჩატარდა, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.

4 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 229 763 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 222 405 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 628 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები