კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ახალი წლის სუფრის და სტუმრიანობის შედეგები სადღაც 10-14-ში გამოჩნდება

გაზრდილი მობილობის შედეგები გამოჩნდება სადღაც 10-14 რიცხვისთვის, გამოჩნდება, ხომ არ მიგვიყვანს ეს შემთხვევების მატებამდე. ალბათ მატება იქნება, გააჩნია, რა მასშტაბებით. უფრო საშიში, რა თქმა უნდა, იქნებოდა საახალწლო სუფრები, სადაც ადამიანები ნიღბის გარეშე იქნებოდნენ. დანარჩენი რა ინფორმაციაც მაქვს, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში კარგად იყო დაცული დისტანცია. პირველის სუფრის და სტუმრიანობის შედეგები სადღაც 10-14-ში გამოჩნდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. 

კომენტარები