ავტოავარია

წალენჯიხაში ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – 1 მძიმედ დაშავდა 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მესტიის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაშავებული გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები არიან. მსუბუქი ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები