კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში 183 დადასტურდა, იმერეთში – 42, აჭარაში – 20

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 42, ქვემო ქართლი – 17 შიდა ქართლი – 7, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 28, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 3 288 ტესტი ჩატარდა, აქედან 1 449  ანტიგენის, 1 839  კი PCR ტესტია.

2 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 228 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 217 973 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 572 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 181 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები