კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 44 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 342 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 3 288 ტესტი

NIAID/National Institutes of Health via AP

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342  შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 981 პაციენტი. 

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 3 288 ტესტი ჩატარდა, აქედან 1 449  ანტიგენის, 1 839  კი PCR ტესტია.

2 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 228 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 217 973 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 572 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 181 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები