საბავშვო ბაღები

წულუკიანი მინისტრის მოადგილეს: თვეში ერთხელ მობრძანდით და მოგვახსენეთ, რა გააკეთეთ

ეს 4 წელი რაში დავხარჯეთ, მე ვერ მივხვდი კარგად. პანდემია 4 წლის წინ არ იყო, პანდემია რაც გაჩნდა, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, 1 წელი არ არის ჯერ გასული. მაგრამ დავანებოთ ამას თავი, კი ბატონო, გადავავადოთ 1 წლით, სადაც 4 წელი ვერ შევძელით, 1 წლის თავზე იქნებ ეს შევძლოთ. ჩვენ ამას ოფიციალურადაც გავაკეთებთ, მაგრამ იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და გადავადება არ მოითხოვოთ.

ამ ერთ წელს რომ ჩვენ მოგცემთ, 12-ჯერ მობრძანდით და აგვიხსენით: ამ თვეში ეს გავაკეთე, ამ თვეში ეს გავაკეთეთ და ერთი წლის შემდეგ ვიცოდეთ, რაზე ვლაპარაკობთ...

ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განათლების მინისტრის მოადგილეს პლენარულ სხდომაზე. ეკატერინე დგებუაძის ინიციატივით, ბაღების ავტორიზაციის პროცესმა კიდევ 1 წლით უნდა გადაიწიოს. მინისტრის მოადგილემ თეა წულუკიანის საპასუხოდ თქვა, რომ "პირიქით, გვიხარია, რომ თვეში ერთხელ გვექნება დისკუსია და შეჯამება იმ თემებზე, თუ რა გავაკეთეთ".

კომენტარები