ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ენმ შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში – იქიდან გამოვა შესწორებული ავარიული ნაწილებით

როდესაც ჩვენ ყველანი ვებრძვით არაფორმალურ მმართველობას და მმართველს, ივანიშვილის სახით, ის ბრალდებოდა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს, რაც იყო ნამდვილად, იმიტომ, რომ შესაძლებელია, ადგილზე ვიყავით პასიურები მმართველობა.

ნაკლოვანებები იყო მმართველობაში, ბუნებრივია, მეტი აქტიურობა უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დონეზე, არ მინდა, დეტალებში ჩავიდე, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკა და შთაბეჭდილებები იქმნებოდა. 

ნაციონალური მოძრაობა ახლა შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე, შეიძლება ასე ითქვას, და მაქსიმუმ იანვრის ბოლოს გამოვა იქიდან დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით, რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი პოლიტიკური მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები