ეკონომიკა

მაჭავარიანი: პროდუქტის გაძვირების მოლოდინი არაა – სუბსიდირება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება

პურის გაძვირებას ჩვენ არ ველოდებით, რადგან პურის წარმოებასთან დაკავშირებით სრულად დავფარავთ ამ გაძვირების მნიშვნელოვან ნაწილს. ამავდროულად, გავიხსენოთ, რომ არსებულ ბიუჯეტში, რომელიც დღეს ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ, არის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ყველაზე მსხვილ და ძირითად პურის ქარხნებს უსუბსიდირებდა, პურის არა ელექტროენერგიის გაძვირებიდან გამოწვეულ პოტენციურ გაძვირებას, არამედ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის მატებას. შესაბამისად, პურთან დაკავშირებით ჩვენ ერთი მხრივ, მოვახდენთ ფქვილის ფასის სუბსიდირებას და, მეორე მხრივ, მოვახდენთ მნიშვნელოვან განეიტრალებას ელექტროენერგიის გაძვირებიდან გამომდინარე. 

სხვა პროდუქტებზე – ის, რაც საქართველოში იწარმოება, ერთმნიშვნელოვნად მოხდება მათი მწარმოებლებისთვის ტარიფების სუბსიდირება. იქნება ეს ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, საკონდიტრო და ა.შ. მათ შორის შედის მეფრინველეობის ფერმები და კვერცხიც. შესაბამისად, ეს ზეწოლა იქნება შერბილებული, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სუბსიდია ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. დარწმუნებული ვარ, 2022 წლიდან იქნება უფრო სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკა ამას შედარებით იოლად გადაიტანს...

ამბობს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი რ2-ის ეთერში.

კომენტარები