გარდაცვალება ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მისივე მიწის ნაკვეთში მეზობელმა იპოვა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები