კორონავირუსი საქართველოში

Covid 19 – როგორია ბოლო ორი კვირის სიკვდილიანობა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

Shutterstock

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების ფონზე საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს, თუმცა, სიკვდილიანობა ჯერჯერობით იმავე ნიშნულზეა. კორონავირუსის კლინიკური მართვის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მტკიცებით, “ძალიან ცოტა გარდაცვალება გვაქვს”, თუმცა, ორი კვირის წინ, 14 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა “პირდაპირ” გვითხრა, რომ “მომავალი 2-3 კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა”.

საქართველო მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რიცხვით მე-8 ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობით 38-ზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სექტემბრამდე გარდაცვალების შემთხვევები ორ ათეულს არ აცდენია, ბოლო თვეებში გარდაცვლილთა მაჩვენებელი არაერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო მეტი გამოდის.

შედარებისთვის, ბოლო ორ კვირაში საქართველოში მილიონ მოსახლეზე ორჯერ და ზოგ შემთხვევაში სამჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. 

საქართველო

მოსახლეობა - 3 985,388 ადამიანი. სულ 222 143 ინფიცირებული და 2 418 გარდაცვლილი, მილიონ მოსახლეზე 55 739 ინფიცირებული და 607 გარდაცვლილი)

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით დღეში საშუალოდ 42 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 10.5 გარდაცვლილია ყოველდღიურად.

  • 28 დეკემბერი - 41 გარდაცვლილი
  • 27 დეკემბერი - 25 გარდაცვლილი
  • 26 დეკემბერი - 39 გარდაცვლილი
  • 25 დეკემბერი - 37 გარდაცვლილი
  • 24 დეკემბერი - 43 გარდაცვლილი
  • 23 დეკემბერი - 51 გარდაცვლილი 
  • 22 დეკემბერი - 42 გარდაცვლილი
  • 21 დეკემბერი - 46 გარდაცვლილი
  • 20 დეკემბერი - 39 გარდაცვლილი
  • 19 დეკემბერი - 53 გარდაცვლილი
  • 18 დეკემბერი - 49 გარდაცვლილი
  • 17 დეკემბერი - 31 გარდაცვლილი
  • 16 დეკემბერი - 39 გარდაცვლილი
  • 15 დეკემბერი - 44 გარდაცვლილი
  • 14 დეკემბერი - 49 გარდაცვლილი

 

სომხეთი

მოსახლეობა 2 965 69 ადამიანი, სულ 157 948 ინფიცირებული და 2 775 გარდაცვლილი. მილიონ მოსახლეზე 53 253 ინფიცირებული და 936 გარდაცვლილი.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხეთში დღეში საშუალოდ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 6.5 გარდაცვლილია ყოველდღიურად.

  • 28 დეკემბერი - 7 გარდაცვლილი
  • 27 დეკემბერი - 16 გარდაცვლილი
  • 26 დეკემბერი - 19 გარდაცვლილი
  • 25 დეკემბერი - 19 გარდაცვლილი
  • 24 დეკემბერი - 23 გარდაცვლილი
  • 23 დეკემბერი - 18 გარდაცვლილი
  • 22 დეკემბერი - 17 გარდაცვლილი
  • 21 დეკემბერი - 26 გარდაცვლილი
  • 20 დეკემბერი - 14 გარდაცვლილი
  • 19 დეკემბერი - 20 გარდაცვლილი
  • 18 დეკემბერი -15 გარდაცვლილი
  • 17 დეკემბერი - 25 გარდაცვლილი
  • 16 დეკემბერი - 27 გარდაცვლილი
  • 15 დეკემბერი - 26 გარდაცვლილი
  • 14 დეკემბერი - 17 გარდაცვლილი

აზერბაიჯანი

მოსახლეობა 10 183 913 ადამიანი. ჯამში 2 499 გარდაცვლილი და 214 711 ინფიცირებული, მილიონ მოსახლეზე 21 083 ინფიცირებული და 245 გარდაცვლილი.

ბოლო ორი კვირის მანძილზე აზერბაიჯანში დღეში საშუალოდ 41 ადამიანი გარდაიცვალა, ეს მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 4 გარდაცვლილია ყოველდღიურად.

  • 27 დეკემბერი - 45 გარდაცვლილი
  • 26 დეკემბერი - 38 გარდაცვლილი
  • 25 დეკემბერი - 36 გარდაცვლილი
  • 24 დეკემბერი - 40 გარდაცვლილი
  • 23 დეკემბერი - 46 გარდაცვლილი
  • 22 დეკემბერი - 41 გარდაცვლილი
  • 21 დეკემბერი - 43 გარდაცვლილი
  • 20 დეკემბერი - 35 გარდაცვლილი
  • 19 დეკემბერი - 42 გარდაცვლილი
  • 18 დეკემბერი - 45 გარდაცვლილი
  • 17 დეკემბერი - 38 გარდაცვლილი
  • 16 დეკემბერი - 43 გარდაცვლილი
  • 15 დეკემბერი - 41 გარდაცვლილი
  • 14 დეკემბერი - 44 გარდაცვლილი

თურქეთი

 მოსახლეობა 84 782 714 ადამიანი. სულ 2 147 578 ინფიცირებული და 19 878 გარდაცვლილი, მილიონ მოსახლეზე 25 330 ინფიცირებული და 234 გარდაცვლილი.

ბოლო ორ კვირაში თურქეთში დღეში საშუალოდ 247 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 3 გარდაცვლილია.

  • 27 დეკემბერი - 254 გარდაცვლილი
  • 26 დეკემბერი - 253 გარდაცვლილი
  • 25 დეკემბერი - 256 გარდაცვლილი
  • 24 დეკემბერი - 254 გარდაცვლილი
  • 23 დეკემბერი - 259 გარდაცვლილი
  • 22 დეკემბერი - 251 გარდაცვლილი
  • 21 დეკემბერი - 254 გარდაცვლილი
  • 20 დეკემბერი - 246 გარდაცვლილი
  • 19 დეკემბერი - 241 გარდაცვლილი
  • 18 დეკემბერი -  246 გარდაცვლილი
  • 17 დეკემბერი - 243 გარდაცვლილი
  • 16 დეკემბერი - 240 გარდაცვლილი
  • 15 დეკემბერი - 235 გარდაცვლილი
  • 14 დეკემბერი - 229 გარდაცვლილი


რუსეთი

მოსახლეობა 145 965 290 ადამიანი, ოფიციალურად 3 078 035 ინფიცირებული და 55 265 გარდაცვლილი, მილიონ მოსახლეზე 21 087 ინფიცირებული და 379 გარდაცვლილი.

ბოლო ორ კვირაში, რუსეთში კორონავირუსით ოფიციალურად დღეში საშუალოდ 555 ადამიანი გარდაიცვალა, ეს მილიონ მოსახლეზე 3.8 გარდაცვლილია.

  • 28 დეკემბერი - 487 გარდაცვლილი
  • 27 დეკემბერი - 552 გარდაცვლილი
  • 26 დეკემბერი - 567 გარდაცვლილი
  • 25 დეკემბერი - 563 გარდაცვლილი
  • 24 დეკემბერი - 635 გარდაცვლილი
  • 23 დეკემბერი - 549 გარდაცვლილი
  • 22 დეკემბერი - 561 გარდაცვლილი
  • 21 დეკემბერი - 493 გარდაცვლილი
  • 20 დეკემბერი - 511 გარდაცვლილი
  • 19 დეკემბერი - 585 გარდაცვლილი
  • 18 დეკემბერი - 611 გარდაცვლილი
  • 17 დეკემბერი - 587 გარდაცვლილი
  • 16 დეკემბერი - 596 გარდაცვლილი
  • 15 დეკემბერი - 577 გარდაცვლილი
  • 14 დეკემბერი - 450 გარდაცვლილი

კომენტარები