კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პირდაპირ გეუბნებით, მომავალი 2-3 კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა

პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის, იმიტომ, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში, 400-მდე პაციენტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო.

სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით 2-3 კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი ანუ 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები