ქართული ოცნება

ნეოფიტისთვის გასაგებად აგვიხსენით, რა დოზით ვიყოთ შეწუხებულები - წულუკიანი გვენეტაძეს ლარზე

რომ წარმოვიდგინოთ, რომ გლდანში, ლოტკინზე, სამგორში და სოფლებში ჩართულია ტელევიზორი და გისმენენ, ადამიანებს აწუხებთ, რა დაემართება მომავალ წელს ლარს და გთხოვთ, ნეოფიტისთვის გასაგებ ენაზე აგვიხსნათ, რა დოზით შეგვიძლია ვიყოთ შეწუხებულები, ვიყოთ უიმედოდ, თუ რაღაც იმედის უფლება გვაქვს. რა თქმა უნდა, არც პანდემიაა თქვენი ბრალი და არც ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ბევრად ჩამოკიდებულია ტურიზმს. ამ რეალობაში რას გვეტყვით ლართან დაკავშირებით, ვიყოთ ძალიან ცუდ ხასიათზე გაისად თუ რა ვქნათ?
 

ჰკითხა თეა წულუკიანმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კახა გვენეტაძეს პარლამენტში.

კომენტარები