მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჩხეიძე: ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი – საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ "ეშმაკისეულ თანხას"

პარლამენტი

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნატო ჩხეიძე წერს, რომ პარლამენტისგან სადეპუტატო ხელფასი ჩაერიცხა. ჩხეიძე ხელფასს "ეშმაკისეულ თანხას" უწოდებს და საზოგადოებას რჩევას ეკითხება, რა უყოს მას.

"გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაჰკლებია...

ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ "ეშმაკისეულ თანხას", როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა.

ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ.

ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო..." – წერს ნატო ჩხეიძე.

ჩხეიძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, იცოდა, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების დაპირებას, მისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო.

პარლამენტს დეპუტატის ხელფასი უკან უკვე გადაურიცხა ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან დიდმა ნაწილმა უკვე ოფიციალურად მიმართა პარლამენტს სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით.

კომენტარები