პატრიარქის არჩევნები

48 წლის წინ ილია მეორე პატრიარქად ქალმა დელეგატებმაც აირჩიეს

48 წლის წინ, 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრებამ, 45 დელეგატის არჩევანით (მოიწვიეს 47) - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობლად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი.

საპატრიარქო არჩევნების ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დელეგატებს შორის იყვნენ ქალებიც (ფოტოზე - სიონის ტაძრის ფინანსისტი, ქეთევან ბარბაქაძე)


მაშინდელი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, საპატრიარქო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით მონაწილეობის უფლება, მღვდელმთავრების გარდა, ჰქონდათ როგორც სამღვდელო, ისე საერო პირებს.

საარჩევნო სამანდატო კომისიაში ასევე იყო ქალი წარმომადგენელი - თაისი ტორონჯაძე.

1995 წელს დამტკიცებული ახალი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით შემდეგ საპატრიარქო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ ეპისკოპოსები მიიღებენ. საერო და სამღვდელო პირები საპატრიარქო არჩევნებს დაესწრებიან, მაგრამ მათ მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება ექნებათ.

კომენტარები