ამერიკული NETFLIX-დან ჯონი დეპის ფილმები ამოიღეს

Netflix ფილმების ამოღებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ გადაწყვეტილება სასამართლო დავას უკავშირდება, რომელიც კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავმა რამდენიმე კვირის წინ წააგო.

Insider

ონლაინ გამოცემა Geek Buzz-ის დაკვირვებით ამერიკული Netflix-დან ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი გაქრა. მსგავსი აღმოჩენა მოგვიანებით სტრიმინგსერვისის ავსტრალიელმა მომხმარებლებმაც გააკეთეს. სხვა ქვეყნებში დეპის ფილმები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

Netflix-ს ფილმების ამოღებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება სასამართლო დავას უკავშირდება, რომელიც კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავმა რამდენიმე კვირის წინ წააგო.

The Sun-მა სტატიაში დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა. სასამართლოზე მოწმის სახით დეპის ყოფილი ცოლი ამბერ ჰერდიც დაიკითხა. ლონდონის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა რომ მსახიობს არ ჰქონია სასამართლო დავა უშუალოდ ჰერდთან, The Sun-თან დამარცხების შემდეგ საზოგადოების ნაწილი მას მოძალადედ მიიჩნევს. 

საეჭვო რეპუტაციის გამო დეპს ახლო წარსულში კინოსტუდია Warner Bros.-მა პროექტი "ფანტასტიკური ცხოველები" დაატოვებინა. 

კომენტარები