კორონავირუსი საქართველოში

მლნ მოსახლეზე ინფიცირებით საქართველომ ბელგიასაც გაუსწრო და მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

Shutterstock

საქართველომ 1 მილიონ მოსახლეზე Covid-ინფიცირების რიცხვით ბელგიასაც გაუსწრო და მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა

25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის 54 881 დადასტურებული შემთხვევა აქვს. ქვეყანამ უკვე გადაუსწრო სომხეთს, იტალიას, პოლონეთს, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს, უკრაინას, გერმანიას, თურქეთს, აზერბაიჯანს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სხვ. ამ მონაცემით საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ანდორას, ლუქსემბურგს, მონტენეგროს, სან-მარინოს, ჩეხეთს, საფრანგეთის პოლინეზიას და აშშ-ს აქვთ. ამასთან, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ოფიციალური მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით 39-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საბერძნეთი, თურქეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ირანი, ისრაელი, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ.  

25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 724 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 196 220 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 313 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები