კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: პირველები ვიყავით გავრცელებით, ამიტომ დიდი განსხვავება არაა ძველ და ახალ შტამს შორის

ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას. თუ არ ვცდები, მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სეკვენსი გააკეთა და ატვირთა მსოფლიო ბაზაში. ლუგარის ცენტრში ეს მუშაობა გრძელდება. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც, შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს.

ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება [არ არის] ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში, 3-4 კვირის წინ ჩვენ მსოფლიოში პირველები ვიყავით გავრცელებით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, ახალმა შტამმა რაიმე შეცვალოს გარდა იმისა, რომ უნდა გავიკეთოთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია.

70%-მდეა მისული ყველა საერთაშორისო შეფასებით ჩვენთან პირბადის ტარება, რაც სხვათა შორის, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ვინც პირბადეს ატარებს წესიერად, ის დისტანციასაც იცავს.

თუ ამას ავწევთ კიდევ უფრო მეტზე და 95-ს მივაღწევთ, არავითარი სხვა შეზღუდვა აღარ დაგვჭირდება, ახალი შტამისგანაც დაგვიცავს და ძველისგანაც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები