კორონავირუსი საქართველოში

შსს: თბილისში, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული დავაჯარიმეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული ბ.ჯ. და 1985 წელს დაბადებული ა.კ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

უწყების ცნობით,  ორივე პირს სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. მიუხედავად ამისა, ამ მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.


"სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ა.კ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც
იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ბ.ჯ.-ს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა. პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული
ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები