კორონავირუსი საქართველოში

შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 453 ადამიანი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ  453 ადამიანი დააჯარიმეს. 

უწყების ინფორმაციით, რეგულაციების დარღვევის 554 შემთხვევა აღრიცხეს. 

 "დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს". - წერს შსს. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისას ფიზიკურ პირს  2 000 ლარით, იურიდიული პირს კი 10 000 ლარით აჯარიმებენ. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები