ქეთი მელუა აზიარებს ვიდეოს, სადაც სიმღერას "White Christmas" ასრულებს [VIDEO]

ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსიკოსმა და მომღერალმა, ქეთი მელუამ, სოციალურ ქსელში გააზიარა მოკლე ვიდეო, სადაც ის ირვინგ ბერლინის ცნობილ სიმღერას "White Christmas"-ს ასრულებს.

"White Christmas"-ის ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის ირვინგ ბერლინს. იგი გამოქვეყნდა 1942 წელს. ამ ამბავს ასეთი ისტორია აქვს: ბერლინმა ის თბილ კალიფორნიაში დაწერა. თავისი სიმღერის შესახებ მას უთქვამს: "ეს არა მხოლოდ საუკეთესო სიმღერაა, რომელიც კი ოდესმე დამიწერია, არამედ ეს საუკეთესო სიმღერაა, რომელიც კი ოდესმე ვინმეს დაუწერია" - წერს ქეთი მელუა Twitter-ზე ვიდეოს აღწერაში.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ:

კომენტარები