პროგრესი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ განათლების სფეროში მიაღწია არის შესაფასებელი და სათანადოდ დასაფასებელი, რაც უნდა ვინმეს არ მოსწონდეს, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ამ სფეროში გიგანტური ნაბიჯებით იარა წინ. თუმცა, ალბათ არ გაგვიკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას ვაკეთებთ მომავალში. იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ეროვნულ მიზნებს და არა მხოლოდ, ვიყოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით შემსრულებლები. რაც გავაკეთეთ კარგია, მაგრამ, როგორც ჩვენი დიდი სპორტსმენები იტყვიან, დროა, რომ უფრო მაღლა, უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად! ჩვენმა კომიტეტმა და განათლების სამინისტრომ ვიმუშაოთ და ეს დევიზი იქნებ ოლიმპიელებმა დროებით გვათხოვონ.
მეათე მოწვევის პარლამენტი
წულუკიანი: ჩვენმა ხელისუფლებამ განათლების სფეროში გიგანტური ნაბიჯებით იარა წინ
tbl.ge/5cva
დაკოპირდა

ამის შესახებ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა.
თეა წულუკიანიერთპარტიული პარლამენტიკოალიცია ქართული ოცნებაპარლამენტში გამოსვლამეათე მოწვევის პარლამენტი
ამავე თემაზე
- კობახიძე: ევროპის საბჭოს ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედია, ოპოზიცია ყურად იღებს
- მდინარაძე: ოპოზიციას დებატების დრო 15 წუთამდე ეზრდება, ელისაშვილიც წუხდა ამაზე
- ელისაშვილი: ჩვენ აღარავის ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ
- ვოლსკი: ევროპული საქართველო ვერც ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს
- ზილფიმიანი: განსაკუთრებული ხედვები გვაქვს, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში