ქრისტეშობა 2021

პაპის დესპანის საშობაო გზავნილი: იმედით უნდა ვიღვაწოთ საყოველთაო სიკეთისთვის

ქრისტეშობა 2021

პაპის დესპანის საშობაო გზავნილი: იმედით უნდა ვიღვაწოთ საყოველთაო სიკეთისთვის

ტაბულა გთავაზობთ წმიდა საყდრის დესპანის, მისი აღმატებულების, მთავარეპისკოპოს ჟოზე ა. ბეტანკურის საშობაო წერილს.

წმიდა საყდრის დესპანის წლის საშობაო გზავნილი დღეებში, როცა ვემზადებით შობის დღესასწაულისა და ახალი 2021 წლის საზეიმოდ.

წმიდა საყდრის სადესპანოში არაერთი საშობაო პრეზეპე გვაქვს მოწყობილი. ისინი შეგვახსენებენ იმას, თუ რას ვზეიმობთ. ამ ტრადიციას, რომელიც ბეთლემის ბაგაში ქრისტეს შობის სცენას აგვიწერს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მას წმ. ფრანცისკე ასიზელის ეპოქაში გადავყავართ.

ჩვილი იესოს ირგვლივ არსებული ფიგურები თქვენ და ჩემნაირ ხალხს განასახიერებენ. ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიამ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა, რომლის დროსაც ტრაგიკულ და კატასტროფულ მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. ამა წლის დეკემბრის თვეში სომხეთს ვეწვიე, სადაც შევხვდი ომით დათრგუნულ ხალხს, მოვისმინე და ვიხილე მათი გასაჭირი. საქართველოშიც პოლიტიკური არეულობა გადავიტანეთ. კოვიდ-19-ის შედეგად კი უამრავმა ადამიანმა კი დაკარგა ახლობლები.

დღეს, მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავისი პროფესიული თუ მოხალისეობრივი საქმიანობით, საზოგადოებისთვის სასიკეთოდ იღწვის. ეკლესიაც მნიშვნელოვან სამსახურს უწევს საზოგადოებას. მის დიდბუნებოვან და უანგარო სამსახურს სახელად სიყვარული ჰქვია. აი, სწორედ ამას განასახიერებს საშობაო პრეზეპე.

განვლილი წელი რთული იყო. მან უამრავ ადამიანს დაუტოვა გაურკვევლობა, ტკივილი და სიცარიელე. მაგრამ, შობის დღეები წლის განსაკუთრებული პერიოდია - იგი იმაზე მეტს გვთავაზობს, ვიდრე ამქვეყნიური ცხოვრება მოგვცემდა. ეს იმედის ხანაა. სწორედ იმედმა შეაძლებინა ბევრ ჩვენგანს ჩამდგარიყო მოყვასის სამსახურში ამ გაჭირვების ჟამს. ჩვენც ამ იმედით უნდა ვიღვაწოთ საყოველთაო სიკეთისთვის. ეს რწმენის ხანაცაა. საშობაო პრეზეპე ხომ უკეთეს მსოფლიოზე გვესაუბრება. როცა რაიმეს გავცემთ, ამას მადლიერებითა და უკეთესი მსოფლიოს შენების რწმენით ვაკეთებთ. ჩვილი იესო ხომ თავის სიცოცხლეს სწირავს ჩვენი ხსნისთვის. მარიამი და იოსებიც ჩვილსა და მსოფლიოს სწირავენ თავიან ცხოვრებას.

მოგვებიც სწირავენ თავიან საჩუქრებს. მართლაც, ხალხი ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი საუნჯეა. ლოცვით, ერთობითა და მსახურებით ჩვენ ვაღებთ ჩვენს გულებს და ვწირავთ. რწმენის, იმედისა და სიყვარულის ქრისტიანულ სათნოებათა სულისკვეთებით, მსურს მოვულოცო ყველა თქვენგანს წმინდა შობადღე და ვუსურვო ღვთით კურთხეული ახალი 2021 წელი!

კომენტარები